logo
ENG



"არა რუსულ კანონს" - პარლამენტთან აქცია დღესაც გაიმართება

19 აპრ 202415:43
3 წუთის საკითხავი
 
"არა რუსულ კანონს" - პარლამენტთან აქცია დღესაც გაიმართება
ფორმულა/ლანა მრავლაძე

პარლამენტთან რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია დღესაც გაიმართება. ორგანიზატორების თქმით, აქცია 19:00 საათზე დაიწყება. 

აქციის ორგანიზატორი სტუდენტური მოძრაობა დაფიონია. 

"სამოქალაქო წინააღმდეგობა გრძელდება. ახალგაზრდების პროტესტი გრძელდება და პროტესტი არ უნდა შეწყდეს.

დღეს 19:00 ზე ვიკრიბებით პარლამენტის წინ და განვაგრძობთ ბრძოლას უწყვეტად, სანამ არ მივაღწევთ შედეგს. არ არის დრო მეორე და მესამე მოსმენის დალოდების, კანონი უნდა ჩავარდეს ახლავე.

არა რუსულ მთავრობას! არა რუსულ კანონს! ყველა პარლამენტთან!", - აცხადებენ აქციის ორგანიზატორები. 

უკვე მეხუთე დღეა მოქალაქეები ქართული ოცნების მხრიდან რუსული კანონპროექტის მიღებას აპროტესტებენ. ათასობით ადამიანი პარლამენტის წინ იკრიბება და კანონპროექტის გაწვევას მოითხოვს. 

 


close დახურვა